კულტურისა და სპორტის მინისტრი, ვიცეპრემიერი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ 5 ივლისს, მედიაზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორების და შემსრულებლების დასჯა "მისი კომპეტენცია არ არის".
მინისტრის ამბობს, რომ დამნაშავეები მაშინ დაისჯებიან, "როცა გამოძიება დასრულდება".
ხოლო კითხვას - როდის დასრულდება გამოძიება, ასე პასუხობს: "ეს მე არ ვიცი. ჩემს კომპეტენციებში არ შედის".
მანვე კიდევ ერთხელ დატოვა უპასუხოდ მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვა - როდის დაუბრუნებს მიკროფონს, რომელიც ჟურნალისტ ემა გოგოხიას 22 ივლისს წაართვა.
5 ივლისს, პრაიდის საწინააღმდეგო კონტრაქციის დროს, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მათგანი, TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელმაც თავდასხმის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო, 11 ივლისს დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა.
მედიასაშუალებები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან კონტრაქციაზე არ იქნა უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება. ისინი ამბობენ, რომ 5-6 ივლისს მათზე ძალადობის ერთერთი წამხალისებელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, ამიტომ, მან თანამდებობა უნდა დატოვოს. თავად ღარიბაშვილი ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს.